იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ლატვიის დელეგაცია მიიღო.

მხარეებმა იმერეთსა და ვიძემეს რეგიონებს შორის 2016 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა მხარის რწმუნებულისგან რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის, ბიზნეს გარემოს, საჯარო მმართველობის, საინვესტიციო და სამრეწველო რესურსების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. ასევე ისაუბრეს სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ.

შეხვდრას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმერეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტსა და ლატვიის დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები იმერეთის ტურისტულ ლოკაციებს, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, მათ შორის ვანში, ანტიკური კოლხეთის მუზეუმს დაათვალიერებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *