,,ვიწყებთ მსჯელობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაზე’’-ირაკლი შენგელია
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, 2019-2020 წლებში ქუთაისის მერიაში არსებული გადაცდომების შესახებ, ქუთაისის საკრებულო განხილვებს იწყებს. ამის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულს საკრებულო ჯერ კომისიურ, შემდეგ კი საკრებულოს სხდომის ფორმატში განიხილავს, მისივე თქმით, საკრებულო მზადაა რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.

,,მზად ვართ საკითხის აქტიური განხილვისთვის. განხილვები ღია იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მასში. შესაბამის მიგნებაზე, რომელშიც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, საქმე ეხება მერიის თანამშრომლებზე გაცემულ სოციალურ დახმარებას, მომზადდა ბრძანება, რომელიც ეხება საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლების მხარდაჭერას. თუ ჩვენს თანამშრომელს აქვს მთელი რიგი პრობლემები, ამ პრობლემის გადასალახად მან სხვა საშუალებები არ უნდა ეძიოს, როცა ჩვენც გვაქვს რესურსი დავეხმაროთ,’’-აცხადებს ირაკლი შენგელია.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ასევე მუშაობენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რაც ასევე ასახული იყო აუდიტის სამსახურის დასკვნაში. ირაკლი შენგელიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე დააყენა საკითხი ავტოპარკის გასხვისების შესახებ, რაც მისი თქმით, ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს.

მან ასევე საწვავის ხარჯის შემცირებაზეც ისაუბრა.

,,საწვავის ხარჯი შესაბამისი ბრძანებით განისაზღვრება, დეპუტატებს, თანამდებობის პირებს აქვთ ლიმიტირებული საწვავი. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ამ კუთხით იყო გადაცდომები. დავიწყებთ აღნიშნულზე მსჯელობას, რომ დაიხვეწოს მიდგომები. ჯერ კიდევ აუდიტის სამსახურის დასკვნამდე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საწვავის ხარჯვის ეფექტიანობას შეისწავლის,’’-ამბობს ირაკლი შენგელია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. დასკვნის მიხედვით, ფინანსური რესურსების, სოციალური პროგრამების, მუნიციპალური ტრანსპორტის და სხვა მიმართულებების მართვის კუთხით გამოვლინდა ხარვეზები.




FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img