30 აპრილს ქუთაისში ,,იმერული ღვინის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსი 2 და 3 აპრილს თბილისში ჩატარდა. 100 ქულიანი სისტემით, “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) – რეზოლუციის (RESOLUTION OIV/CONCOURS 332A/2009) სტანდარტების მიხედვით, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი დეგუსტატორების მიერ დაგემოვნდა და შეფასდა 49 მწარმოებლის 85 ღვინის ნიმუში. აქედან 80 და ზემოთ ქულა მიიღო – 37-მა ნიმუშმა. 90 ქულა და ზემოთ მიიღო – 10 მა ნიმუშმა. გაიცა 5 ბრინჯაო, 8 ვერცხლი, 19 ოქრო, 5 დიდი ოქროს მედალი. გამარჯვებულებს, გადაეცათ ბროლის ჯილდოები და სიგელები. გრან-პრი 6-მა მათგანმა მიიღო, ესენია: ,,ზოდი”, ,,ჭური ჩინებული”, ,,ნილსენი”, ,,ბაგრატის ღვინო”, ,,საზანოს ღვინის მარანი”.

,,მნიშვნელოვანია რეგიონალური კონკურსები, რათა გამოვკვეთოთ ქართული ღვინის უნიკალურობა. მსოფლიომ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა. იმერული ჯიშები ფართო ასორტიმენტს იძლევა. აქ მოყვანილი ყურძენი იმერული ხასიათის ღვინოს იძლევა: ხალისიანს, არომატულს და ელეგანტურს, მნიშვნელოვანია იმერული ღვინის წარმოჩენა,”- ამბობს
ქართული ღვინის გილდიის დამფუძნებელი ბაია ხომასურიძე.

კონკურსი ქართული ღვინის გილდიის ეგიდით, DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებითა და გამომცემელი მედიაკომპანია „N Line Media“-ს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მიზანს იმერული ღვინის პოპულარიზაცია და იმერული ვაზის ჯიშის ყურძნისგან წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოჩენა წარმოადგენდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *