საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში ფასებმა მკვეთრად მოიმატა.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2%-ით, პური და პურპროდუქტები 28.8%-ით, წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.1%-ით, ზეთი და ცხიმი 20.8%-ით, ხოლო შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 19.3%-ით გაძვირდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, თევზეულზე ფასმა 18.9%-ით მოიმატა, რძე, ყველი და კვერცხი – 18.0%; ყავა, ჩაი და კაკაო – 17.6%; ხილი და ყურძენი 14.4%; ხორცი და ხორცის პროდუქტები -10.9%. რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს, “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ფასები გაიზარდა 22.4 %-ით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

საქსტატის გაანგარიშებით, წლიურმა ინფლაციას 12,8 პროცენტი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *