იმერეთში მოქმედმა არასამთავრობოებმა მიმდინარე პროექტებზე, გეგმებზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა განახლდა. იმერეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ,,სამართლიანი არჩევნების'' ოფისში შეიკრიბნენ და განხორცილებულ და მიმდინარე აქტივობებზე, სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და მათ დაძლევის გზებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ამ ეტაპზე იმერეთში გარემოს დაცვისა და შრომითი უსაფრთხოების საკითხებში სერიოზული ხარვეზებია, რის მოგვარების გზებიც უნდა დაისახოს.

,,მზად ვართ შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელოთ. რამდენიმეთვიანი წყვეტა პანდემიისა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო გვქონდა. დღეს ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ორგანიზაციებმა ჩვენი პროექტები და სამომავლო გეგმები გავაცნოთ ერთმანეთს, არამედ ისიც, რომ ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ჩვენს როლზე ამ გამოწვევის დაძლევაში. ,,სამართლიანი არჩევნები'' დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვგეგმავთ. მოგეხსენებათ დეზინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით ომის პერიოდს თან ახლავს ცრუ ინფორმაციის გავრცელება და იმისთვის, რომ ადამიანები ამ ყველაფრის მსხვერპლნი არ გახდნენ, საჭიროა მათთან სწორი კომუნიკაცია. Ჩვენ სხვადასხვა ჯგუფებს ვხვდებით, თუმცა განსაკუთრებულ აქცენტს 55 წელს ზევით ადამიანებზე ვაკეთებთ. ყველა საკითხში, რაშიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობა საჭირო იქნება, ვითანამშრომლებთ,’’-ამბობს ,,სამართლიანი არჩევნების'' ქუთაისის ოფისის კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.


,,ჩვენ ერთმანეთს მიმდინარე პროექტები გავაცანით. ასევე ვისაუბრეთ იმ გამომწვევბზე, რომელიც იმერეთში დგას. გარემოს დაცვის კუთხით ჩვენს რეგიონში პრობლემებია, განსაკუთრებული პრობლემა ამ კუთხით ზესტაფონში და ჭიათურაში შეინიშნება. ასევე გამოწვევად რჩება შრომითი უსაფრთხოების საკითხი, რაც ყველაზე ნათლად ტყიბულის შახტის მაგალითზე ჩანს,’’-ამბობს ახალგაზრდა იურისტთთა ასოციაციის წარმოამდგენელი ზაალ გორგიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრები ყოველთვიურად გაიმართება.
FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img