,,თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის „აზოვსტალშია’’-პეტრო ანდრიუშენკო
მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშენკოს განცხადებით, ბლოკადაში
მოქცეული ფოლადის ქარხანის ინტენსიური დაბომბვა გრძელდება.
მისი თქმით, ქარხნის სიახლოვეს საცხოვრებელი არეალებიდან მოსახლეობამ
ევაკუაცია თავად უნდა განახორციელოს.
,,თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის „აზოვსტალშია. მარიუპოლში
თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად
გადაიქცა“,-აცხადებს პეტრო ანდრიუშენკო.
ამასთან, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა
განაცხადა, „აზოვსტალი“ ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო
ლიდერშიფისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი გახდა.
მისი თქმით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც მიმდინარე
ომის „გული“ გახდა, ვითარება უკიდურესად რთულია. მან იმედი გამოთქვა,
რომ ორივე მხარე შეძლებს ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმებას, რომელიც
მშვიდობიან მოსახლეობასა და დაჭრილ ჯარისკაცებს ქარხნის ტერიტორიის
დატოვების შესაძლებლობას მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები