,,პუტინის მინიშნება, რომ ეს ომი გამოწვეული იყო დასავლეთის აგრესიით, აშკარა სიცრუე და აბსურდია" - ჯენ ფსაკი
,,ვლადიმერ პუტინი ამახინჯებს ისტორიას, რათა შეძლოს თავისი დაწყებული ომის გამართლება’’

- ასე აფასებენ თეთრ სახლში გუშინ მოსკოვში პუტინის გამოსვლას. თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი ვლადიმერ პუტინის განცხადებებს აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.



,,მაშინ, როცა პრეზიდენტი პუტინი და რუსი ხალხი გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ძალები ომის დანაშაულებს და სისასტიკეს სჩადიან უკრაინაში, როდესაც ისინი მონაწილეობენ სასტიკ ომში, რომელიც იწვევს უამრავ ტანჯვას და უაზრო ნგრევას. ეს დღე ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის და მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების დამარცხების აღნიშვნის დღე უნდა იყოს.
საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ვიცით, პრეზიდენტი პუტინისა და კრემლის დეზინფორმაციის ქარხნის შესახებ. მინიშნება, რომ ეს ომი, რომელსაც პრეზიდენტ პუტინი ხელმძღვანელობს გამოწვეული იყო დასავლეთის აგრესიით ან დასავლური გეგმებით აშკარა სიცრუე და აბსურდია," - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი.



9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას დაგეგმილი ჰქონდა სადამსჯელო ოპერაცია დონბასში და მზადდებოდა შეჭრა რუსეთის ისტორიულ მიწებზე, ყირიმის ჩათვლით, ამიტომ მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომი იყო აგრესიის წინასწარ მოგერიება. მისი თქმით, რუსეთმა დასავლეთს მოლაპარაკებები შესთავაზა და გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდა, თუმცა, ნატოს ქვეყნებმა არ ისურვეს რუსეთის მოსმენა. რადგან სინამდვილეში სხვა გეგმები ჰქონდათ.

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img