ქუთაისში ფოტოგრაფ პიერ ტერასონის ნამუშევრები გამოფინეს
ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეის კედელზე, ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, პიერ ტერასონის ნამუშევრებია გამოფენილი, რომელიც მსოფლიოს ცნობილი როკერებისა და როკ-ჯგუფების შემოქმედებით პიკს ასახავს.

წარმოდგენილია როგორც ფოტო-კოლაჟები, ასევე ფოტოგრაფის სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

აღნიშნული აქტივობა ,,ქარავან არტ-ფორუმი ქუთაისი 2022’’-ის ფარგლებში განხორციელდა.  

,,აქ წარმოდგენილია მიკ ჯაგერის, აერონ მეიდენის, კახა ერისთავის და სხვათა სურათები. პიერ ტერასონმა შეძლო და ამ მუსიკოსების ცხოვრების ყველაზე საინტერესო წუთები და წამები დაიჭირა. გამოფენა განსაკუთრებულია იმით, რომ ეს მუსიკოსები ძალიან ჩაკეტილები იყვნენ, იშვიათად, რომ ვინმე საკუთარ სამყაროში შეეშვათ ,მაგრამ პიერ ტერასონი უშუალო ადამიანი იყო, ამიტომ მან ხელოვანი ადამიანების პირად სივრცეში შეჭრა მოახერხა. გავიდა წლები, მუსიკოსებმა საკუთარი სურათები ნახეს და მადლობაც უთხრეს ფოტოგრაფს, რომ მან მათი ცხოვრების საუკეთესო მომენტები დააფიქსირა. დიდი პატივია ქუთაისისთვის, რომ დღეს ამ ფესტივალს თავად პიერ ტერასონი ესწრება,’’-ამბობს ,,ქარავან არტ-ფორუმი ქუთაისი 2022’’-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი დიჯეი სომალი.



,,ქარავან არტ-ფორუმი ქუთაისი 2022’’-ის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ფესტივალი 12-დან 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე ქუთაისის მერია.


alt

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img