მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა, ,,რუსთავის 2’’-ის დირექტორის მეგობარია

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, ვინც ნიკა გვარამიას ციხეში გაშვებას ხელი მოაწერა, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მეგობარია.

საქმე კი რომელსაც, ჩხიკვაძე 2 წლისა და 7 თვის განმავლობაში განიხილავდა, სწორედ რუსთავი 2-ს ეხება.
მეგობრობას ორივე ადასტურებს.



წესით კავშირი მოწმესა და მოსამართლეს შორის ჩხიკვაძის აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა ლაშა ჩხიკვაძემ რუსთავი 2-ის საქმე არ აიცილა, ზაზა გველესიანთან მეგობრობაც გააგრძელა და რუსთავი 2-ის საქმის განხილვაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებით დაასრულა.



სწორედ ამ მოტივით, ლაშა ჩხიკვაძის აცილება ნიკა გვარამიამ და დაცვის მხარემ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, სასამართლო სხდომაზე მოითხოვა, თუმცა ჩხიკვაძემ საქმე არ აიცილა.



"მთავარმა" ზაზა გველესიანთან" ინტერვიუც ჩაწერა, სადაც ის ადასტურებს, რომ ლაშა ჩხიკვაძის მეგობარია, თუმცა რაც შეეხება საქმეს, ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს - "რაში მაინტერესებს":
ჩვენ საერთო სამეგობრო გვყავს.
ფიზიკური პირი , მე და რამდენიმე ადამიანი ხელს ვაწერთ, რომ სეიფის ამოღებას ვესწრებოდით...
მიწუნებთ, რომ ესეთი უუნარო ვარ, რომ ჩემნაირი ადამიანი არ შეიძლება დირექტორად დანიშნონ, თუ რაშია საქმე?
რაში უნდა მაინტერესებდეს, დიდი ბოდიში, თქვენ ეხლა მართლა სერიოზულად გჯერათ ეგეთი სისულელეების? რაში უნდა მაინტერესებდეს, ნიკა გვარამია საერთო ცხოვრებაში არ მინახია. წარმოდგენა არ მაქვს ამ დეტალების. " ამბობს გველესიანი.



მისივე მტკიცებით, ფინანსური დეტალებით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აღმოაჩინა, რომ კომპანიას 36 მილიონიანი ვალი ჰქონდა, თუმცა გამორიცხავს, რომ ეს თავად რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მენეჯმენტის ბრალია.
გარდა ამისა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გვარი უკავშირდება 2015 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევაში სულ 6 ავტომანქანა მონაწილეობდა, საიდანაც ერთ-ერთს სწორედ ჩხიკვაძე მართავდა. პროკურატურამ გამოძიება 2015 წლის იანვარში დაიწყო და მოულოდნელად, მაისში შეწყვიტა, იმ მოტივთ, რომ ვერაფერი დაადგინა. გაჩნდა მოსაზრება, რომ საქმე სწორედ ჩხიკვაძის დასაშანტაჟებლად შეწყვიტეს.
მოსამართლე ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმის გარდა, სხვადასხვა დროს განიხილავდა და განიხილავს დავით კეზერაშვილს, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებს.
პარალელურად, ჩხიკვაძეა ის, ვინც განიხილა ბადრი პატარკაციშვილი მკვლელობის მომზადების საქმე.

 

 


წყარო: მთავარი არხი

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img