“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ადვოკატი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად მივიდა. 

ადვოკატმა ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიას საქმის დეტალებზე ისაუბრა.  დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, თუკი ვინმემ ტელეკომპანია რუსთავი ორი დააზიანა, ეს ხელისუფლებაა, ქიბარ ხალვაშის ხელით.

“სრულიად აბსურდია საუბარი თანხის გაფლანგვაზე ძალიან მარტივი შედარება შემიძლია გავაკეთო – 2015 წელს, ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის პერიოდში, რუსთავი 2-ის სარეკლამო შემოსავალი იყო 35 მილიონ ლარზე მეტი. 2020 წელს, როცა ქიბარ ხალვაშის ხელში აღმოჩნდა კომპანია, სულ რაღაც 14 მილიონი ლარი მიიღო რუსთავი 2-მა სარეკლამო შემოსავალი. აშკარაა, რომ თუ ვინმემ დააზიანა და დაანგრია ტელეკომპანია რ2 ეს არის ხელისუფლება ქიბარ ხალვაშის ხელით”,- განმარტა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის მოთხოვნას, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ის ნიკა გვარამიას მიმართ ახალ სარჩელს არ გამორიცხავს.

,,ჩვენ არ გვიკვირს ქიბარ ხალვაშისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც უნისონშია ერთმანეთთან, ქიბარ ხალვაში არის ხელისუფლების ხელში საშუალება, რომ საჭირო დროს რაღაც საჩივარი დაწეროს, ან პროკურატურაში, ან სასამართლოში”,-ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

 

16 მაისს ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იყო. ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.



,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *