,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთვის ციხეში მოინახულა.

მისი თქმით, ვიზიტი იყო მეგობრული და მას პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია.

როგორც ხერხეულიძე ამბობს, ნიკა გვარამია “მთავარი არხის” მდგომარეობასა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე წუხს და არ საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება იგვიანებს.

“ნიკა დამხვდა ისეთი, როგორსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, არაფერი შეცვლილი აქ არ ყოფილა, არც განწყობის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ დარდობს მეორე ოჯახზე, “მთავარი” ვითარებაზე, იმიტომ, რომ ფიქრობს ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვთ მათ და დარწმუნებულია ყველა პრობლემას ერთად დაძლევენ. ნერვიულობს მიხეილ სააკაშვილის იმ დასკვნაზე, რომელიც იგვიანებს ვივა მედიდან და ფიქრობს, რომ ეს არ არის კარგის მაუწყებელი, ეს არის მისი დარდი, მისი განცდა ამ ეტაპისთვის”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

16 მაისს ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იყო. ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *