რეგიონული მედია ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება

რეგიონული მედია ,,მთავარი არხის’’ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.


,,თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის თაობაზე ჩვენს მიერ აღქმულია როგორც უკიდურესად საშიში პრეცენდენტი, რამაც შეიძლება საქართველოში შეუძლებელი გახადოს კერძო მედიაოგრანიზაციების თავისუფალი საქმიანობა.
მივიჩნევთ რომ მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვეებლია! გადაწყვეტილება ატარებს მედიაზე ზეწოლის ნიშნებს და განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიაგარემოზე, ისე ზოგადად ქვეყნის ბედზე, მის ევროპულ მომავალზე, გაზრდის დაპირისპირების ფონს და პოლარიზაციას, რაც ,,დამოკლეს მახვილვით“ ჰკიდია, როგორც ქართული მედიის, ისე საქართველოს საზოგადოების თავზე.
მივმართავთ საქართველოში მედიაგარემოზე და ქვეყნის ბედზე მზრუნველ ყველა ინსტიტუტს, გააკეთონ ყველაფერი მდგომარეობის გამოსასწორებლად!’’-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (GARB)
საქართველოს რეგიონული მედიის ასოცაიცია (GRMA)
საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი (GRRN)
წევრი ორგანიზაციები:
1. TV 25 – აჭარა
2. ODISHI TV – სამეგრელო
3. TV მეცხრე ტალღა – ფოთი
4. TV GURIA – გურია
5. TV RIONI – იმერეთი
6. ATV 12 – ახალქალაქი
7. TV GURJAANi – კახეთი
8. TV ფარვანა – ნინოწმინდა
9. TV რიონი 2 – იმერეთი
10. TOK TV – სამცხე – ჯავახეთი
11. რადიო ოდიში +- სამეგრელო
12. რადიო ჰარმონია – ფოთი
13. რადიო ,,მთის თემი” – მცხეთა მთიანეთი
14. რადიო რიონი – ქუთაისი,იმერეთი
15. რადიო ,,მოზაიკა” – შიდა ქართლი
16. ტელეკომპანია ,,იმერვიზია” – საჩხერე, ჭიათურა, ზემო იმერეთი
17. აგროგარემო TV – რაჭა, აჭრა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, სამცხე ჯავახეთი, კახეთი
18. არგო TV – ზესტაფონი, იმერეთი
19. რადიო არგო – ზესტაფონი იმერეთი
20. ეგრისი TV – სენაკი
21. კოლხეთი 89 – ჩხოროწყუ
22. ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი“
23. ტელეკომპანია ,,ბორჯომი“
24. რადიო ,,ჰერეთი“
25. რადიო ,,თბილისი“
26. რადიო ,,ციტრუსი“
27. რადიო ,,ძველი ქალაქი“
28. რადიო ,,ათინათი“
29. newpress.ge
30. psnews.ge
31. gurianews.com
32. speqtri.ge
33. psnews.ge
34. kvemokartli.ge
35. ms news
36. tkibuliinfo.ge
37. .svaneti.ge
38. sknews.ge
39. qartli.ge
40. acharaps.com
41. guriismoambe.ge
42. chemikharagauli.ge
43. ambrolauriskhma.ge
44. zugdidelebi.ge
45. livepress.ge


16 მაისს ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი იყო. ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img