ქუთაისში სამაგიდო თამაში EU@NATO გაიმართა, რომლის მიზანი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მარტივად და სახალისოდ გაცნობაა
ქუთაისში პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა ინფორმირებულობისთვის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ევროინტეგრაციის საკითხში ახალგაზრდების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. პროექტი ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში დაფინანსდა და მას რეგიონული ინიციატივების ცენტრი ,,ნათელი მომავალი" ახორციელებდა. დასკვნით ღონისძიებაზე დღეს სპეციალურად პროექტის ფარგლებში შექმნილი სამაგიდო თამაში EU@NATO გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მიიღეს. ექვსი კაცისგან შემდგარმა ორმა გუნდმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა, გამარჯვებულ გუნდს პროექტის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა" პრიზები გადასცა. თამაშის მიზანი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მარტივად და სახალისო ფორმით შეთვისებაა.

პროექტი ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.

,,პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე ახალგაზრდებს სამსაათიანი ტრენინგ-სემინარები ჩავუტარეთ. უკვე შემდეგ ეტაპზე ნატო-ევროკავშირის თემაზე სამაგიდე თამაშები გაიმართა. ეს თამაში 15 საჯარო სკოლაში დაიტესტა და მაღალი გამოხმაურება ჰქონდა. ვფიქრობთ, რომ ეს თამაში სხვა სკოლებსაც შევთავაზოთ და მივცეთ საშუალება, რომ ეს რესურსი ჰქონდეთ. პროექტი შედგა და ევროპის დღეების ფარგლებში მოგვეცა საშუალება ფართო მასებისთვის მოგვეთხრო რატომ გვინდა ნატოსა და ევროკავშირში და ზოგადად ახალგაზრდებისთვის მიგვეცა ინფორმაცია სად ვართ და როგორც უნდა მივიდეთ ევროიტეგრაციამდე,"-ამბობს ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.

,,როდესაც ვსაუბრობთ ახალგაზრდების ინფორმირებაზე ნებისმიერი მიმართულებით, მითუმეტეს, იმ საკითხში, რასაც ახალგაზრდების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ჰქვია, მნიშვნელოვანია ეს მესიჯი ახალგაზრდებამდე სწორად მივიტანოთ. ახალგაზრდებს უნდა დავანახოთ ის გეგმები და სტრატეგიები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ. ნებისმიერი სახის იდეა, პროექტი, რომელიც ინტელექტუალური შინაარსისკენ არის მიმართული, დასაფასებელია. ახალგაზრდების ამ სახის ღონისძიებებში ჩართვა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევს, განავითარონ თავიანთი უნარები და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად,"-ამბობს ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე.
FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img