ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, უკვე ქუთაისის ორ კლინიკაშია შესაძლებელი, ესენია : დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. (ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის N 83ა) და ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (ქ. ქუთაისი ტ.ტაბიძის 23).
ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული
ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას: საანალიზო-ტექნიკური
საშუალებებით უზრუნველყოფა; გლუკომეტრი; სისხლში გლუკოზის საანალიზო
ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები; შარდში
კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები; ენდოკრინოლოგის
კონსულტაცია/მეთვალყურეობა; გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული
სისხლით; დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის
შემთხვევაში; სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის
სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო
გაფართოებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დრომდე, აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისის 3
დაწესებულებაში, რის გამოც, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შაქრიანი
დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, სამედიცინო
სერვისების მისაღებად დედაქალაქში ჩასვლა უწევდათ.
ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".
მასალის გამოყენების პირობები