ქუთაისში თეონა დოლინჯაშვილთან და ეკატერინე ტოღონიძესთან შეხვედრა და მათი წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ქუთაისში მწერლებთან, თეონა დოლინჯაშვილთან და ეკატერინე ტოღონიძესთან შეხვედრა გაიმართა.

გაიმართა მათი წიგნების ,,ჩიტი არ გამოფრინდება" და ,,შინ შენ" გამოფენა-გაყიდვა. ორივე წიგნი ომის თემატიკას ეხება, ორივეში ომისგან მიღებული ტრავმებია ასახული, ორივეს წითელ უსიამოვნო ხაზად რუსეთის თემატიკა გასდევს. ამბის ძირითადი მთხრობელები ქალები არიან, რომლებმაც ომის სისასტიკეს თვალებში ჩახედეს.
,,მშვიდობას ქალის სახე აქვს" - ეს იყო პირველი თემა, რომელიც ავტორებმა განიხილეს. მათი თქმით, როცა ომის შესახებ მამაკაცები ყვებიან, ყვებიან საბრძოლო ტექნიკაზე და შეტევებზე, ხოლო ქალები ომს ადამიანური კუთხით გვაჩვენებენ. მათი ამოსავალი წერტილია ადამიანი, რომელის არჩევანიც არ ყოფილა ომი. ორივე ნაწარმოებში წარმოდგენილია ადამიანთა სახეები, რომელთა ისტორიაც თეთრ დაფაზე თეთრი ცარცით დაწერილი სიტყვებივით უხილავია და სიკვდილის შემდეგ მხოლოდ სტატისტიკაში მოიხსენიებენ. 

,,მაშინ, როცა ეს ნაწარმოებები დაიწერა, უკრაინაში ომი დაწყებული არ იყო. აქ კიდევ ერთხელ გამოვლინდა ლიტერატურის წინასწარმეტყველობითი ბუნება. ჩემსა და თეონას წიგნებში გადაკვეთის წერტილებს ხშირად იხილავთ. თითქოს ტელეპატიურად გადავცემთ ავტორებს ერთმანეთს ჩვენს ნააზრევს. ჩემი წიგნი ომის შემდგომ მოვლენებს ეხება, საუბარია პერიოდზე, როცა ყველაფერი წყნარდება და ადამიანები ჩვეულ გარემოს უბრუნდებიან, მაგრამ მათ ომის ტრავმები მოჰყვებათ. სიმბოლურია, რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შევხვდით ჩვენს მკითხველს,"-ამბობს ეკატერინე ტოღონიძე.

,,დღეს მე და ეკატერინე ტოღონიძემ ქუთაისელებს ჩვენი წიგნები გავაცანით, მიხარია, რომ მომეცა საშუალება ჩემი შემოქმედება ჩემს თანაქალაქელებს გავუზიარო. ქუთაისი არის ქალაქი, საიდანაც სათავეს იღებს ქართული კულტურა, ეს ქალაქი წლების განმავლობაში კვებავდა და ტონს აძლევდა მთელ ქართულ კულტურას, ამიტომ აქ მუდმივად უნდა იმართებოდეს სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები,"-ამბობს მწერალი თეონა დოლინჯაშვილი.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამი გამომცემლობა: პალიტრა L, საბა და ბაკურ სულაკაური. წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისის ბოჩას სპორტული კლუბის წევრებმა წარმატებით იასპარეზეს
27 მაისს, თბილისში, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ბოჩას ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ბოჩაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს პარასპორტსმენებმა თბილისის, გორის, ქუთაისის და ბაღდათის კლუბებიდან.
11:33 / 30.05.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
ამინდი
თბილისი 18 - 31 °C
img
ქუთაისი 18 - 25 °C
img
ბათუმი 20 - 25 °C
img
სოხუმი 19 - 26 °C
img
ფოთი 20 - 24 °C
img
თელავი 17 - 30 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 18 - 27 °C
img
ბორჯომი 14 - 27 °C
img