26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართა. image= კონცერტში მონაწილეობა როგორც ადგილობრივმა, ასევე მოწვეულმა შემსრულებლებმა მიიღეს. საღამოს წამყვანები გუგა მარგველაშვილი და ნუცა თოფურია იყვნენ. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი ნიუტონი.

,,ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს ქალაქში მიწევს სიმღერა. ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ ჩემს სამშობლოს შეენარჩუნებინოს ის დამოუკიდებლობა, რაც წლების წინ მოიპოვა,”-ამბობს მომღერალი მარიტა როხვაძე.

,,მსმენელებს მრავალფეროვანი ნომრები შევთავაზეთ. ჩემთვის ეს ქალაქი განსაკუთრებულია, რადგან ქუთაისელი მსმენელი განსაკუთრებულად თბილია და განსაკუთრებული მიღება იცის. შევეცადეთ, ჩვენი სიმღერებით ეს დღე გაგველამაზებინა მათთვის,”-ამბობს მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *