შინმოვლის საკითხების შესახებ, ,,საქართველოს კარიტასმა’’, იმერეთის მერიების თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა
საქველმოქმედო ფონდმა ,,საქართველოს კარიტასი’’, იმერეთის მხარის მერიების თანამშრომლებისთვის, შინმოვლის საკითხების ორგანიზების და მართვის შესახებ სემინარი ჩაატარა.

შინმოვლა არის სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურებების ერთობლიობა, რომელიც ბენეფიციარს საჭიროებებიდან გამომდინარე ბინაზე მიეწოდება. შინმოვლის პროგრამა განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც დროებით ან მუდვილად შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის საშუალება, ესენია: განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები, ხანდაზმული ადამიანები, პოსტოპერაციული პაციენტები და სხვა. მომსახურება გულისხმობს ბენეფიციარისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას, მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას, ადვოკატირებას და კონსულტირებას სხვადასხვა დაწესებულებაში და ა.შ. 

,,საქართველოს კარიტასი'' შინმოვლის პროგრამას საქართველოს 6 რეგიონში ახორციელებს და წლის განმავლობაში, ჯამში, 2000-მდე ბენეფიციარს უწევს დახმარებას. ქუთაისში, ჯამში 150 ბენეფიციარი ფინანსდება, აქედან 62 მათგანს ქუთაისის მერია აფინანსებს. ქუთაისის მერიის მხრიდან კარიტასის დაფინანსება 30 ათას ლარს შეადგენს.

,,განიხილება საკითხი, რომ 2023 წლიდან სახელმწიფომ, შესაძლოა, შინმოვლის პროგრამა დააფინანსოს. ამ დროისთვის ამ ტიპის პროგრამაზე მუნიციპალიტეტიდან მცირე თანხაა გამოყოფილი. იმერეთის მერიების თანამშრომლებისთვის ვატარებთ სემინარს იმის შესახებ, როგორ შეიძლება ამ საკითხის უკეთ ორგანიზება. აუცილებელია მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის შინმოვლა, რა მიზნებს ემსახურება, რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ პაციენტები, რათა ის მცირე რესურსები, რაც მათ აქვთ, ეფექტურად გამოიყენონ. შინმოვლის პროგრამის თანამშრომლების შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ან საექთნო განათლება, რადგან შინმოვლა სამედიცინო მომსახურების გაწევასაც გულისხმობს, ან შინ მოვლის ტრენინგები გავლილი. ამ ტრენინგებსაც კარიტასი უზრუნველყოფს,’’-ამბობს ,,კარიტასი საქართველოს’’ ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი.


,,წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ კარიტასთან. ექსპერტებმა დადეს დასკვნა, რომ ბენეფიციარები კმაყოფილნი არიან კარიტასის მომსახურებით. კარიტასის გარდა, შინ მოვლის პროგრამას ,,წითელი ჯვარიც’’ ახორციელებს. ორივე ორგანიზაციას 30 ათასი ლარით ვაფინანსებთ და ჯამში, ჩვენი მხრიდან კარიტასში 62, ხოლო ,,წითელ ჯვარში’’ 70 ადამიანი ფინანსდება. ბენეფიციარებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, რომელ ორგანიზაციასთან სურთ თანამშრომლობა, ,,კარიტასთან’’ თუ ,,წითელ ჯვართან,’’-ამბობს ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი ვარლამ გობეჯიშვილი.




,,საქართველოს კარიტასი’’ 1994 წელს დაფუძნდა და ის საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებს.

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისის ბოჩას სპორტული კლუბის წევრებმა წარმატებით იასპარეზეს
27 მაისს, თბილისში, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ბოჩას ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ბოჩაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს პარასპორტსმენებმა თბილისის, გორის, ქუთაისის და ბაღდათის კლუბებიდან.
11:33 / 30.05.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
ამინდი
თბილისი 18 - 31 °C
img
ქუთაისი 18 - 25 °C
img
ბათუმი 20 - 25 °C
img
სოხუმი 19 - 26 °C
img
ფოთი 20 - 24 °C
img
თელავი 17 - 30 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 18 - 27 °C
img
ბორჯომი 14 - 27 °C
img