,,საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები-საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში’’-ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში.

მისი თქმით, კრიმინალები პოლიტიკაში დამაზიანებელია დემოკრატიული სისტემისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ეს ადამიანები ეწევიან აგიტაციას იმისთვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.


„საქართველოში არ არის არცერთი პოლიტპატიმარი და ეს ყველამ იცის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველოში, სამწუხაროდ, არიან კრიმინალები პოლიტიკაში, ამას მიჩვეული ვართ. ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, ეს არის მოცემულობა. მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ოპოზიციურ სპექტრში არ იყვნენ კრიმინალები წარმოდგენილი. ის, რომ კრიმინალები არიან ოპოზიციაში ბევრ რამეს აფერხებს ქვეყანაში. ეს ადამიანები ცდილობენ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. პირდაპირ აანონსებენ რაღაცებს, მათ შორის, პროტესტს და ა. შ. მიუხედავად ამისა, ისინი ჩვენს ქვეყანას გადამწყვეტ ზიანს ვერ მიაყენებენ, რადგან ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.




ირაკლი კობახიძე, ასევე, 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტის ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო ინსტიტუტის დაზიანებას სცადა, თუმცა ამით პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა.




,,ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის, ბუნებრივია, სერიოზული პრობლემა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს,"-ამბობს ირაკლი კობახიძე.

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისის ბოჩას სპორტული კლუბის წევრებმა წარმატებით იასპარეზეს
27 მაისს, თბილისში, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ბოჩას ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ბოჩაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს პარასპორტსმენებმა თბილისის, გორის, ქუთაისის და ბაღდათის კლუბებიდან.
11:33 / 30.05.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
ამინდი
თბილისი 18 - 31 °C
img
ქუთაისი 18 - 25 °C
img
ბათუმი 20 - 25 °C
img
სოხუმი 19 - 26 °C
img
ფოთი 20 - 24 °C
img
თელავი 17 - 30 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 18 - 27 °C
img
ბორჯომი 14 - 27 °C
img