ქუთაისის №13 საქალაქო ბიბლიოთეკა აცხადებს საავტორო ფოტოკონკურსს –
„წიგნი ობიექტივიდან 2022”. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფოტომოყვარულს.

კონკურსის პირობები:
1. ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას, მკითხველს.
2. ბიბლიოთეკას ეძლევა უფლება, შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი.
3. კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსისათვის არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ჩარევა, კადრირება.
4. კონკურსის მონაწილე ვალდებულია, ფოტოები გადმოგზავნოს ელექტრონული სახით (15/21-ზე).
5. კონკურსისათვის ფოტოების მისაღები მაქსიმალური რაოდენობაა სამი ცალი (ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ 3 სურათის გამოგზავნა). სამზე მეტი ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში, ავტორის პორტფოლიო ავტომატურად იქნება დაწუნებული, ფოტოების ხარისხის მიუხედავად. ამიტომ, გთხოვთ, შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო სამი კადრი.

სამი საპრიზო ადგილის გარდა, აღინიშნება შემდეგი ნომინაციები:
1. ემოციური მკითხველი;
2. იუმორისტული ფოტო;
3. ფოტოფანტაზია : “წიგნი და მშვიდობა…“

I, II და III ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად ჯილდოს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ ფოტონამუშევრები გააგზავნოთ ელექტრონული სახით 2022 წლის 1 ოქტომბრამდე.

ელ.ფოსტა: mecametebiblioteka@gmail.com

ტელ.: 29 03 34, მობ.: 597 55 55 70;

გამოფენა-დაჯილდოება გაიმართება 5 ოქტომბერს.

მისამართი: თაბუკაშვილის ქუჩა N197.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *