საიას ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს განხორციელებული აქტივობები გაუზიარეს, ასევე დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემებზე, რაც რეგიონის წინაშე დგას. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევად სოფელ ითხვისის უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის პრობლემა დასახელდა, რომელსაც ადვოკატირებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს.

,,ამ შეხვედრების მიზანი იმ პრობლემათა იდენტიფირებაა, რასაც არასამთავრობო სიტემა ხედავს. ვისაუბრეთ სოფელ იხთვისის მოსახლეობაზე, რომელიც უსახლკაროდაა დარჩენილი. მოსახლეობასთან მაისის თვეში 5 შეხვედრა გვქონდა. გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა უწყებიდან. ამჟამად იხთვისის მოსახლეობა მოლოდინის რეჟიმშია, ელოდებიან სახელმწიფო რა კომპენსაციას შესთავაზებს. თუ შესაბამისი კომპენსაცია ვერ მიიღეს, სასამართლო დავის წამოწყებას აპირებენ. საიას ქუთაისის ფილიალმა განაახლა საკვირაო სკოლა, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ მოგვმართონ და ისწავლონ საკვირაო სკოლაში. გარდა ამისა, იურიდიული დახმარების ცენტრში 18 თანამშემწე ავიყვანეთ, რომლებიც 1-ლი ივნისიდან 8-თვიან პრაქტიკას გაივლიან,’’-ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე.

,,მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან ის გვაძლევს ინფორმაციას რა მიმართულებით მუშაობენ ორგანიზაციები და რამდენად არიან ჩართული აქტივობებში მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე. ეს შეხვედრები პარტნიორული ურთიერთობების დაწყების და შემდგომ გაღრმავების საუკეთესო შანსს გვაძლევს. ვფიქრობ, დღევანდელი დღე ინფორმაციული იყო, რადგან მოვისმინეთ ივნისის თვეში დაგეგმილი აქტივობების შესახებ,’’-ამბობს რეგიონული განვითარების ცენტრის ,,ნათელი მომავალი’’ წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.

არასამთავრობოთა შეხვედრები ყოველთვიურად იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *