სამედიცინო ცენტრმა აილაინი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია მაკდონალდსთან თანაშრომლობით შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა.

აქციის მიზანს წარმოადგენდა შშმ ბავშვების სოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილება და ბავშვზე მზრუნველობა.

ქუთაისის დღის ცენტრის “ჯადოსნური სამყარო” ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გაიმართა. შშმ ბავშვებს და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კაბინეტებში, მაღალკვალიფიციური ექიმი ოფთალმოლოგებისგან მიიღონ კონსულტაციები და ისარგებლობენ თვალის დიაგნოსტიკური სერვისით.
ბავშვთა დაცვის საერთსშორისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

“სამედიცინო ცენტრი აილაინი ამაყობს მაღალი კოორპორატიული პასუხისმგებლობით, შშმ, სოციალურად დაუცველი ბავშვების და მათი მშობლების უფლებების მხარდაჭერით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის” – განაცხადა ცენტრის დირექტორმა ონისე ნამჩევაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *