ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისრის, ტიერი ბრეტონის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა.

ევროკომისრის თქმით, ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს, ახალი სტრატეგიის ფარგლებში კი ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან ყატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს არსებული მილსადენებიდან, ხოლო 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით ჩანაცვლდება.

ტიერი ბრეტონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს ევროპის დასაყოფად და ახლა იგივეს გაზის გამოყენებით ცდილობს.

“ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი წარუმატებელი ვაქცინა “Sputnik-ით”, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩარეულიყო ჩვენს დემოკრატიებში “Russia Today-ის დახმარებით და ახლა ის იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად”, – განაცხადა ტიერი ბრეტონმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *