,,ევროპარლამენტი ფეიკის მსხვერპლი გახდა’’-ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროპარლამენტი ფეიკის მსხვერპლი გახდა და კრიმინალების დასაცავად წარმოებულმა კამპანიამ ევროპარლამენტამდე მიაღწია.

ირაკლი კობახიძე ამით ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეც არის საუბარი. მან საგანგებო ბრიფინგზე ჩამოთვალა, თუ რა "შეაპარეს" რეზოლუციაში ამ კამპანიის მონაწილეებმა:



"შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება.
ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარად არის ცნობილი.
2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არცერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში არცერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია. რეზოლუცია ძირითადად აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე და რეზოლუციაში განმარტებული არაა, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე რის შედეგადაც 31 ადამიანი დააპატიმრეს, რაც არ მგონია, რომ რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს,’’-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ირაკლი კობახიძემ, ასევე, ის "მიღწევები" ჩამოთვალა, რომელიც მისი მტკიცებით, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა საქართველოს "სააკაშვილის რეჟიმის" დამარცხების შემდეგ მოუტანა.



მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას დროს მედია "ყაჩაღური ფორმით" სრულად იქნა მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ და პრაქტიკულად "შეუძლებელი იყო ახალი ტელევიზიის დაფუძნება". მისი თქმით, 2012 წლიდან, საქართველოში პლურალისტური მედიაგარემო ჩამოყალიბდა და ახალი ტელევიზიის დაფუძნება "პრაქტიკულად, რამდენიმე დღეშია შესაძლებელი".
მისივე თქმით, 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და წელიწადში საშუალოდ 150 პატიმარი იღუპებოდა. კობახიძემ აღნიშნა და ივანიშვილის მიღწევად შეაფასა ის, რომ 2012 წლიდან, პატიმრების რაოდენობა ორნახევარჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა.



ამასთან, ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2012 წლამდე, სასამართლო სააკაშვილის "კრიმინალური რეჟიმის" ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული. აქ კობახიძემ ჩამოთვალა, რომ 2012 წლიდან, სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ — საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი.



მისივე მტკიცებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ განახლდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში. აქ მან აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მიღებული იქნა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეიქმნა NATO-სს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი.



ირაკლი კობახიძემ დაამატა, რომ ეს არის იმ "მიღწევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი", რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას "ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა".



ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები გახდება, იქ სხვა სხვაგვარი ევროპარლამენტი დახვდებათ.

"იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება . "ფეიკის" გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება.
მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ", —განაცხადა მან.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც არის საუბარი. რეზოლუციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218 კი წინააღმდეგი იყო.

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img