,,შშმ პირთა უფლებები ქალთა და გოგონათა პერსპექტივით''-დისკუსია ქუთაისში
დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.
14 ივნისი, საქართველოში შშმ პირთა დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. 2014 წელს კი ქვეყანამ შშმ პირთა კონვენცია მიიღო, სადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება გააუმჯობესოს და ადაპტირებული გახადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის საჭირო სერვისები. მიუხედავად ამისა, დღემდე არსებობს ბარიერები, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები აწყდებიან. ბარიერები ორმაგდება, როცა საქმე შშმ ქალებს ეხება. სწორედ, შშმ ქალების საჭიროებებზე და მათ უფლებებზე გაიმართა დისკუსია ქუთაისში, რომელსაც ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,შშმ ქალები თანასწორობისთვის’’ გაუწია.


შეხვედრაზე იმ ფაქტებზ ისაუბრეს, სადაც შშმ ქალები ორმაგი ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან, რადგან გენდერული ნიშანი თანაკვეთაში მოდის შეზღუდულ შესაძლებლობებთან, რაც მათ დაბრკოლებებს უქმნის. დაბრკოლებები უამრავია: სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობის ნაკლებობა, შშმ პირის მიერ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული სტერეოპიტები, განათლების, დასაქმების ხელმიუწვდომლობა და ა.შ.


აღინიშნა, რომ 2019 წელს 9 თვის განმავლობაში ამბულატორული მომსახურება მხოლოდ 42-მა შშმ ქალმა მიიღო, რაც მკვეთრად ჩამორჩება შშმ კაცთა მაჩვენებელს.



,,იმისთვის, რომ შშმ ქალმა გინეკოლოგიური მომსახურება მიიღოს, საჭიროა პაციენტის სავარძელი იყოს ადაპტირებული, რაც ვერ ხერხდება. ასევე, ისინი ამოვარდნილნი არიან სკრინინგ პროგრამიდან, რასაც შშმ კაცებზე ვერ ვიტყვით. მიმართვიანობა კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. გარდა ამისა, როცა ექიმთან სმენის არმქონე პირი მიდის, მას თანმხლები პირი სჭირდება, რადგან ექიმები ჟესტურ ენას ვერ ფლობენ, შესაბამისად, პაციენტი იძულებულია პირად საკითხებზე სხვისი თანსასწრებით ისაუბროს, რაც შშმ პირის უფლების დარღვევაა,’’-ამბობს ორგანიზაცია ,,შშმ ქალები თანასწორობისთვის’’ თავმჯდომარე თინათინ გელხვიიძე.


,,საზოგადოება მიიჩნევს, რომ შშმ პირმა ოჯახი არ უნდა შექმნას, ეს სტერეოტიპი მეტად ვრცელდება ქალებზე, ვიდრე კაცებზე, რადგან ოჯახის საქმეები საზოგადოების ნაწილის წარმოდგენით, ქალის ვალდებულებაა. პირადად მე რეალიზებული ვარ, ვარ სპორტსმენი, მყავს ოჯახი და ამით უზომოდ კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის, მაგრამ ბევრი ქალი ამას ვერ ახერხებს,’’-ამბობს ნათია ჩიხლაძე.


შეხვედრაზე იმედი გამოთქვეს, რომ შშმ პირებისთვის საჭირო სერვისები დაიხვეწება და გარემო მეტად ადაპტირებული გახდება.



FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img