რუსეთიდან დევნილ ბლოგერს საქართველოში არ უშვებენ
რუსეთიდან დევნილ ბლოგერს ინსა ოგუზს საქართველოში არ უშვებენ.

რამდენიმე დღეა ინსა ოგუზი ლარსის გამშვებ პუნქტზე, ნეიტრალურ ზონაში რჩება. რუსი ბლოგერისთვის უარის მიზეზები არ განუმარტავთ, ის ამბობს, რომ რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გამოექცა და მისი უკან დაბრუნება სასიკვდილო განაჩენი იქნება.
მასზე განცხადება ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელმა, იგორ კუროპტევმა გააკეთა.



,,ინსა ოგუზი, რომელიც შიდა პატიმრობიდან გამოიქცა და რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა, საქართველოში არ შემოუშვეს, უკვე მეხუთე დღეა ის ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრობს საქართველოს საზღვარზე, მას არ აქვს საკვები და სასმელი. მივმართეთ საგარეო უწყებას, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. გუშინ მასთან ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელიც იყო ჩასული, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა.
თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იყოს, მაშინ გაუგებარია, რატომ ექცევა საქართველოს ხელისუფლება ასე იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს გამოექცნენ", - თქვა მან.



მისივე თქმით, ბლოგერი თავის რეგიონში მაღალჩინოსნებთან დაკავშიებულ საქმეებს იძიებს, რის გამოც მას ახლა ტერორისტებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს და დაპატიმრებას უპირებენ.



ოპოზიციური არხის "დოჟდის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ამბობს, რომ იგივე პრობლემა საზღვარზე მის ჟურნალისტებსაც ექმნებათ. კოტრიკაძის თქმით, ეს სიგნალია ოპოზიციური ჟურნალისტებისთვის, რომ საქართველოს არ სურს ისინი აქ იყვნენ.

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img