ევროპული ფორუმის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს ევროპული ფორუმის 140 წევრის სახელით, გვინდა მოგმართოთ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა გასულ დღეებში, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით:



ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული პროპაგანდის მიზანია, რომ წარმოადგინოს იგი, როგორც მიკერძოებული და ცრუ ინფორმაციას აყოლილი გაერთიანება, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს;

- ამ უპასუხისმგებლო კამპანიის ჭეშმარიტი მიზეზი კი ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა ფსევდოპატრიოტული მოტივების გამოყენებით. სინამდვილეში ყველაზე მეტად რაც გვაზიანებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ეს არის: შერჩევითი სამართალი, რაც სამართლის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის დაქვემდებარებას მოიცავს; განსხვავებული აზრის დევნა; ადამიანთა შევიწროება და მათზე დაუსჯელი ძალადობა; ოპონენტებების მუდმივი შანტაჟი და თვალთვალი; ადამიანთა სამართლებრივი დევნა იმის მიხედვით, მოსწონს თუ არა ესა თუ ის მოქალაქე მმართველ პარტიას; კრიტიკული აზრისთვის ღალატის შერქმევა და კონკურენტების მოღალატეებად გამოცხადება; მტრებთან დუმილი, ხოლო მეგობრებისათვის ზურგის შექცევა და მათი დაცინვა. ეს არის ის ნამდვილი გამოწვევა, რაც ჩვენი მოსაგვარებელია და რაზეც სამართლიანად მიგვითითებენ ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი გულშემატკივრები ახლაც, ისე როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ.

- სწორედ ეს პრობლემები განაპირობებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ამის შედეგად ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისსა და ქრონიკულ სიღარიბეს. უნდა გავიაზროთ, რომ სიღარიბესა და გაჭირვებას არაეფექტური და უსამართლო მმართველობა იწვევს და არა ვინმეს მხრიდან გამოთქმული კრიტიკა. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისკენ მოგვიწოდებს ევროკავშირი და ისინი არ გაქრება, იმის მიუხედავად, თუ რა საბოლოო პოზიციას დაიკავებს ეს გაერთიანება საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან მიმართებაში. მეტიც, ევროკავშირთან ინტეგრაციის და მასთან თანამშრომლობის გარეშე, ისინი კიდევ უფრო გამწვავდება და მარტო დარჩენილებს მათი მოგვარება კიდევ უფრო გაგვიჭირდება.

- ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დაუსაბუთებელი კრიტიკის რეალური საფუძველი კი ისაა, რომ ძალაუფლება, რომელიც სინამდვილეში ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და მას ემსახურებოდეს – დაბალანსებული მმართველობის, კარგი არჩევნებისა და მიუკერძოებელი სასამართლოს საშუალებით — მუდმივად დარჩეს რამდენიმე ადამიანის ხელში და სწორედ მათ ინტერესებს ემსახუროს, მათივე ძალაუფლებისა და სიმდიდრის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად.

- ამ პოლიტიკის ავტორების მთავარი ფასეულობა, სინამდვილეში არა საქართველოს ტრადიციები, მისი ოჯახების სიძლიერე და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა, არამედ ლიდერის უპირობო მორჩილების გზით საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ძალაუფლების უზურპაციაა. ბევრი მათგანისთვის, სამწუხაროდ, სწორედ ეს წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპს და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არიან უყოყმანოდ გასწირონ ქვეყნის ისტორიულ და კონსტიტუციური არჩევანი.

- საქართველო არ ეკუთვნის რომელიმე მთავრობას, პარტიას ან ლიდერს. საქართველო მისი მოქალაქეების დემოკრატიული, თავისუფალი გაერთიანებაა, რომელთაც საკუთარი, ევროპული არჩევანი შესაბამისი რეფერენდუმითა და საკონსტიტუციო ჩანაწერით განამტკიცეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომლის რეალიზება მხოლოდ ასეთ პრინციპებზე შექმნილ გაერთიანებაშია შესაძლებელი.

- საქართველოს ევროპული ფორუმი, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად შექმნილი ღია გაერთიანება, გააგრძელებს მუშაობას ამ ისტორიული არჩევანის განხორციელების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ევროპული ფორუმი არის ორგანიზაციათა და მოქალაქეთა კოორდინაციისა და თანამშრომლობის პლატფორმა რომლის მიზანია დემოკრატიული ფასეულობებისა და ევრო–ატლანტიკური კურსის დაცვა ქვეყანაში. დღეისათვის მასში 180 წევრია გაერთიანებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://eecmd.org/ka/european-forum-of-georgia/

საქართველოს ევროპული ფორუმის 160 წევრის სახელით, გვინდა მოგმართოთ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა გასულ დღეებში, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img