თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" წელს მეცამეტედ გაიხსნა
თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გახსნა სპექტაკლით ,,ნუ გააღვიძებ". სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით, ელენე მაცხონაშვილის რეჟისორობით დაიდგა.

ფესტივალი წელს მეცამეტედ იმართება.

,,ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქუთაისისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის და არამარტო, რადგან ფესტივალმა საერთაშორისო დატვირთვაც მიიღო. რეგიონის თეატრებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა ჰქონდეთ მოტივაცია, გააგრძელონ მუშაობა და დაძლიონ მათ წინაშე მდგარი გამოწვევები. მიმდინარეობს მუშაობა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სამსახიობო სპეციალობის დამატების შესახებ, ეს საშუალებაა იმისა, რომ ქუთაისის და მთლიანად იმერეთის მასშტაბით გაიზარდონ მსახიობები და დაკომპლექტდეს რეგიონების თეატრები ახალი კადრებით,"-ამბობს ჟიურის წევრი ბაია კოღუაშვილი.

,,ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო მომენტია, როცა ამხელა აუდიტორიის წინაშე ფესტივალი უნდა გახსნა. ნამდვილად კარგი საქმე კეთდება. მგონი ჩვენი სათქმელი ვთქვით,"-ამბობს მსახიობი თეიმურაზ კიკნაველიძე.

,,სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზში მაყურებლებს ცრემლები სდიოდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ სპექტაკლი შედგა. მადლობა მსახიობებს და თეატრის ხელმძღვანელობას. ზესტაფონის თეატრალური ცხოვრება გუშინ არ დაწყებულა, თუ სადმე თეატრალური კულტურა არსებობს, ზესტაფონი ერთ-ერთი ძირძველია,"-ამბობს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი.

ფესტივალში იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ასევე ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეა ყაზახეთის აქტაუ მანგისტაუსის რეგიონალური მუსიკალური დრამატული თეატრი, რომელიც მაყურებლის წინაშე ავქსენტი ცაგარელის ,,ხანუმათი’’ წარსდგება.

ფესტივალის დახურვა 1 ივლისს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ჟურნალ ,,თეატრალური ქუთაისის’’ პრეზენტაცია.
FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img