20 ივნისს, 15:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

განსხვავებული პროფესიის და პოლიტიკური განწყობის მქონე ადამიანები ერთმანეთს ხელს ჩასჭიდებენ და განაცხადებენ, რომ
გზა ევროპისკენ, საქართველოს არჩევანია.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიამ რეკომენდაცია არ გასცა, განსხვავებით მოლდოვასა და უკრაინისგან. ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანა რიგ ვალდებულებებს შეასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *