ქუთაისში მედიის თავისუფლების შესახებ ტრენინგები ჩატარდა
18-19 ივნისს, ქუთაისში, მედიის თავისუფლების, ნაკლები თვითცენზურისა და სოლიდარობის ჟურნალისტიკის შესახებ ტრენინგები ჩატარდა და დისკუსია გაიმართა. შეხვედრები MCERC-ის ორგანიზებით გაიმართა. მას მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: როგორ უნდა გაზარდონ ჟურნალისტებმა სტრესმედეგობა, როგორ უნდა გააშუქონ ქვიარ თემის და რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების საკითხები აკურატულად, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჟურნალისტიკის განვითარება რეგიონებისა და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით.

აღინიშნა, რომ ჟურნალისტებს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა უწევთ, მათ შორისაა: საზოგადოების მხირდან გამოვლენილი აგრესია და საფრთხე პროფესიული საქმიანობის დროს; ბულინგი სხვადასხვა ჯგუფის თუ ოჯახის წევრების მხრიდან, რაც ჟურნალისტს იძულებულს ხდის, საკუთარ თავს ცენზურა დაუწესოს და ნაკლებად მწვავედ გააშუქოს საკითხები და ა.შ.

,,ჟურნალისტები ხშირად განიცდიან სტრესს. კრიტიკული მასალის მომზადების დროს ჟურნალისტს უწევს იმაზე ფიქრი, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული პოლიტიკური პირების ან საზოგადოების გაღიზიანება. შეიძლება მათ სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრონ. მედიის წარმომადგენლები ხშირად სოციალურ ქსელში განიცდიან ბულინგს, ამიტომ ჟურნალისტს უწევს ფიქრი იმაზე, როგორ მიიღებს ამას საზოგადოება. სწორედ ამის გამო, ჟურნალისტი არ არის ბოლომდე თავისუფალი. პრობლემები ახალბედებთან მეტად იჩენს თავს. მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა ისაუბროს საკუთარ პრობლემებზე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ჟურნალისტები იყვნენ სოლიდარულები ერთამენთს მიმართ,"-ამბობს MCERC-ის თავმჯდომარე მარიამ გერსამია.

დისკუსიაზე ასევე განიხილეს რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტი იყოს სოლიდარული მოწყვლადი ჯგუფების მიმართ და საკითხების გაშუქებისას იგრძნობოდეს ამ ჯგუფების მხარდაჭერა.

,,ერთია, როცა ჟურნალისტმა უნდა გააკეთოს დაბალანსებული მასალა და უნდა ჩაწეროს ორი მხარე, რათა საკითხები ცალმხრივად გაშუქებული არ იყოს. თუმცა, როცა საქმე მოწყვლად ჯგუფს ეხება, ჟურნალისტს შეუძლია ჩაწეროს მხოლოდ მსხვერპლი და თემა ისე გაშუქდეს, რომ ჩანდეს მისი სოლიდარობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, იქნება ეს ძალადობის მსხვერპლი ქალები, ქვიარ თემი, შშმ პირები თუ სხვა. სოლიდარობის ჟურნალისტიკაც სწორედ ამას გულისხმობს,"-ამბობს მარიამ გერსამია.

ასევე, ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ვრცელდება დეზინფორმაცია, ადამიანებს უჭირთ სწორი და არასწორი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა, რის გამოც ჟურნალისტების, ასევე, ქვიარ ადამიანების მიმართ ხორციელდება ძალადობა, სწორედ ამიტომ, მარიამ გერსამიას ხაზგასმით, მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა იმუშაოს საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის ფორმირებისთვის.

ტრენინგები პროექტის ,,მედიახმა" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც რეგიონებში გასვლას და მედიისა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს მოიცავს.
FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img