ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ასოცირების ხელშეკრულებაზე და ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე საჯარო ლექცია და დისკუსია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ბუჯიაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა შესაძლებლობებზე ისაუბრა. ის, ასევე, სტუდენტებს იმ სიკეთეებზე ესაუბრა, რაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ მიიღო.

,,2015 წლამდე სურსათის უვნებლობის სამსახური საქართველოში არ არსებობდა, არავინ ამოწმებდა როგორი სურსათი იყიდებოდა და რამდენად სასარგებლო იყო. ასოცირების ხელშეკრულებამ გარკვეული სტანდარტების დახვეწა დაგვავალა და ამის დამსახურებაა, რომ დღეს სურსათის უვნებლობის სამსახური გვაქვს. ჯერ კიდევ არის მრავალი გამოწვევა, რომელიც უნდა დავძლიოთ და ჩვენი სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს მივუახლოვოთ. ნაგავსაყრელების პრობლემა მოსაგვარებელია, ასევე, საქონლის დაკვლა მხოლოდ სპეციალურ ადგილებში უნდა იყოს შესაძლებელი, რომ არ გამოიწვიოს პრობლემები,ეს ყველაფერი დასახვეწია,”-აღნიშნა დავით ბუჯიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო თავისი მდებარეობიდან გამომდინარე ევროკავშირის ინტერესის საგანია, რადგან ეს არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, ამიტომ დავით ბუჯიაშვილის თქმით, შექმნილი ვითარება ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *