EU4Culture პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისში ქალაქის კულტურის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით, რამდენიმე დღის მანძილზე განიხილებოდა. აღნიშნულ შეხვედრებზე გამოიკვეთა პრიორიტეტები, ინიციატივები და დაზუსტდა სტრატეგიის განვითარების ძირითადი მიმართულებები.

დღევანდელი პრეზენტაცია პროექტის EU4Culture ფარგლებში გაიმართა.

„დღეიდან ქუთაისს აქვს კულტურის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის განხორციელებით ჩვენს ქალაქში კულტურის სფეროს და შემოქმედებითი ინდუსტრიების ახალ ეტაპზე გადასვლა იქნება შესაძლებელი.
EU4Culture კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის მთავარი აქცენტია, რომ ქუთაისის ტრადიციები და კულტურა მომავალ თაობას განახლებული ფორმით გადავცეთ.
კულტურის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს ქალაქის მრავალმხრივ განვითარებას და წინსვლას. ამ საქმეში მხარს გვიჭერს ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთათვისაც ნათელია ქუთაისის როლი მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში.
მალე გამოვლინდება , თუ ვინ გაიმარჯვებს საგრანტო კონკურსში და მჯერა, რომ ევროკავშირის გრანტს სწორედ ქუთაისი მოიპოვებს!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
| Print |