რადიოკომპანიამ „ძველი ქალაქი“ საკუთარი ვებ-გვერდი განაახლა
ახალი ვებ-გვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის"მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" M-TAG) მეშვეობით, რომელსაც "კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს.

ვებ-გვერდი განთავსებულია მისამართზე www.radiodk.ge. აქ შეგიძლიათ იხილოთ თქვენთვის საინტერესო რესურსები პოლიტიკის, სოციალური სფეროს, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სპორტისა და ქვეყანასა თუ ქალაქში მიმდინარე აქტუალური საკითხების შესახებ. ასევე ნახოთ და მოისმინოთ ჩვენი გადაცემები და რუბრიკები. მოუსმინოთ რადიო "ძველი ქალაქის" პირდაპირ ეთერს.

ვებ-გვერდი გაძლევთ საშუალებას ნებისმიერ საკითხზე დატოვოთ თქვენი მოსაზრება და შეკითხვები.

რადიო "ძველი ქალაქის" ახალი ვებ-გვერდი მუდმივად განახლებადი და აუდიტორიაზე მორგებული ონლაინ პლატფორმაა.

ახალი ვებ-გვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით, რომელსაც კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს.
| Print |