როგორია ქუთაისელი მოსწავლეების თვალით დანახული NATO და საქართველო? (ფოტო)
22:53 / 18.04.2018
ავტორი:
ნათია სვანიძე
ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა
ნატო-საქართველოს ურთიერთობების თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს.
აღნიშნული ნამუშევრები ნახატებს, თექისა და თიხისაგან დამზადებულ
ხელნაკეთ ნივთებს მოიცავს. წერეთლის უნივერსიტეტის ფოიეში ჯამში 29
სკოლის 50-მდე მოსწავლის ნამუშევარი გამოიფინა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ როგორ წარმოედგინათ და როგორ
ფიქრობდნენ ბავშვები ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. დღეს ამ
ბავშვებს ძალიან ბევრი მითები ესმით. გვინდოდა დაგვენახა, რამდენად
სწორად ხედავენ ბავშვები ამ ურთიერთობებს,"-განაცხადა ნატოსა და
ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს
ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები იმერეთში ორი კვირის
განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები