ვარლამ გოლეთიანი მედიაციის პროცესს ეჭქვეშ აყენებს - ამის შესახებ მან ფეისბუქ ლაივში ისაუბრა

ვარლამ გოლეთიანმა  მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ფეისბუქ ლაივში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების  მედიაციის  პროცესის შესახებ ისაუბრა.

მან  ეჭვქვეშ დააყენა მიმდინარე მედიაციის პროცესი და ისაუბრა თუ რატომ დადგა ეჭვქვეშ მედიაციის პროცესი და რა არ შესრულდა ხელისუფლების მხრიდან, მათი დაყენებული პირობებიდან. ის ამბობს, რომ პირობებიდან პრაქტიკულად არცერთი არ შესრულდა, რადგან  რიონის ხეობის შესასვლელში ბარიკადის აღებას შინაარსობრივი ცვლილება არ მოჰყოლია და გადაადგილების უფლება რიონის ხეობაში კვლავაც შეზღუდული აქვთ.

ვარლამ გოლეთიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ იყო ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ადგილები მათთვის მიუღებელი. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ  შეთავაზებული 13 ალტერნატიული ლოკაცია პროტესტისთვის შეუსაბამო და მოუხერხებელი  იყო, რადგან უმეტეს მათგანზე მობილური კავშირი არ იყო, ან იყო ციცაბო ადგილები, სადაც კარვებით ვერ განთავსდებოდნენ. ალტერნატიული ადგილებიდან ასევე ერთ-ერთი  ლალი ეფრემიძის კუთვნილი მიწის მოპირდაპირე ნაკვეთი იყო, რომელიც ამ ეტაპზე არ ფიქსირდება კომპანია "ენკას" საკუთრებაში, თუმცა აღნიშნული ადგილი,  პრაქტიკულად, „ენკას“ სამშენებლო მოედანია და ფიზიკურად, იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის. ასევე, ხელისუფლებამ ამ ნაკვეთზე პროტესტის გადატანის  შემთხვევაში, მათი ადგილზე ყოფნის დროდ  4-6 თვემდე პერიოდი განსაზღვრა.

„გვითხრეს, რომ თქვენ გაქვთ დრო 4-6 თვე, რომ აქ შეხვიდეთ. მათ კარგად იციან, რომ შემდეგ "ენკა" გახდება ამ მიწის მფლობელი და  რომ შემოგვთავაზონ განუსაზღვრელი ვადით, ან ჩვენ ავიღოთ  ეს ტერიტორია, თუნდაც იჯარით, ეს არც განიხილებოდა,“

ის ასევე   თავის ჩართვაში  მედიაციის პროცესში მათთვის შეთავაზებულ პირობებზე საუბრობს:

„თურმე ჩვენმა პროტესტმა არ უნდა შეუშალოს ხელი კომპანიის მუშაობას, ხეობაში, ანუ ჩვენ თვითონვე უნდა დავრთოთ უფლება, რომ განაახლოს მუშაობა შეუფერხებლად.  ეს არის წითელი ხაზი. გვთხოვდნენ ახალი პირობების დადებას და ჩვენ თვითონვე მიგვეცა კომპანიისთვის უფლება  შეუფერხებლად განეახლებინათ სამუშაო პროცესი და  თუკი, შემდეგ აღმოაჩენდნენ რომ ხარვეზები არის, ამის შემდეგ მოთხოვდნენ კომპანიას სამუშაოების შეწყვეტას. მედიაციის პროცესი არის დროში გაწერილი. ნახევარი წელი ალბათ დასჭირდება ამ პროცესს და ნახევარი წლის განმავლობაში აქ უნდა იმუშაოს კომპანიამ თურმე ისე, რომ ჩვენ უნდა ვადევნოთ მათ თვალი, ვუყუროთ როგორ ანადგურებს ხეობას და ამ ნაწილში პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ვერავინ ვერ დააკომპენსირებს საბოლოო ჯამში განადგურებულ ხეობას, თუკი აღმოჩნდება, იქ რომ ამ ჰესის მშენებლობა არ შეიძლება და ვინ აანაზღაურებს იმ ზიანს, რა ზიანიც მიადგება ამ ხეობას, “- ვარლამ გოლეთიანი

მისი თქმით,  ამ პროცესში  ისინი ხელისუფლებას არ შეჰყვებიან და მნიშვნელოვანია,  საზოგადოება  ინფორმირებული  იყოს ამ საკითხებით.

გოლეთიანი თავის ჩართვაში  შეეხო  5 ივლისის მოვლენებს და თქვა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მედიატორის მხრიდანაც მოხდა 5 ივლისის ხსენება:

„5 ივლისის პროცესებს აკავშირებენ მედიაციის პროცესთან,  ჩვენ, ძალადობრივ ჯგუფთან გვაკავშირებენ და თითქოს, მივიღეთ მონაწილეობა ძალადობრივ მოქმედებში და ა.შ.
ჩვენ, აბსოლუტურად მშვიდობიანად ვიდექით პარაკლისზე და არანაირი კავშირი ჩვენს ჯგუფს არ ჰქონდა იმ ადამიანებთან, რომელმაც შესაძლოა რაღაც ძალადობას მიმართა იქ.
ეს დაკავშირება მედიაციის პროცესთან, ემსახურება იმას, რომ რაც ვერ მოახერხეს აქამდე ჩვენს პროტესტთან დაკავშირებით, რომ გაემარგინალებინათ პროტესტი და ეთქვათ, რომ ჩვენ ვართ ჰომოფობები, ჩვენ ვართ ძალადობრივი ჯგუფი. ახლა, ცდილობენ ამას, როგორმე დაგვაკავშირონ იმ ძალადობრივ მოვლენებთან.“

"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით დაწყებულ მედიაციის პროცესს, ამ დრომდე ხელშესახები შედეგები არ მოუტანია და მედიაციის გაგრძელების პროცესს ეჭქვეშ აყენებს, ვარლამ გოლეთიანი  მონაპოვარს უწოდებს მედიაციას.

„მედიაციის პროცესი, როგორც მონაპოვარი და  ასევე სხვა მონაპოვრები, რომლებიც გვაქვს ამ ბრძოლის განმავლობაში, არის აბსოლუტურად ხალხის დამსახურება. ამიტომ, ამ ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე და კიდევ ერთხელ ვისურვებ, რომ გავერთიანდეთ ამ ბრძოლის ირგვლივ.."

მოძრაობა  სოფელ გუმათში პროტესტს განაგრძობს.

 

 

 

 

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 4 - 13 °C
img
ბათუმი 9 - 12 °C
img
სოხუმი 6 - 13 °C
img
ფოთი 8 - 15 °C
img
თელავი 3 - 12 °C
img
მესტია -7 - 5 °C
img
ზუგდიდი 4 - 13 °C
img
ბორჯომი -2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ,,ორი ნაბიჯის’’ თანამშრომლები გაიფიცნენ
ქუთაისში მაღაზიათა ქსელ ,,ორი ნაბიჯის’’ დისტრიბუტორები და მძღოლები გაიფიცნენ.
13:40 / 06.10.2021
გაპონოვის ქუჩაზე დაგროვებული აირის შედეგად სახლი ჩამოინგრა

ქუთაისში გაპონოვის 3 ნომერში დილის 6 საათზე დაგროვებული აირის გამო სახლი ჩამოინგრა.

11:18 / 04.10.2021
ნამახვანჰესზე კანონით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული არ გვაქვს - ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს არ გაუცია.

17:03 / 18.10.2021
იოსებ ხახალეიშვილი ტელეკომპანია ,,მთავარს’’ უჩივის

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი,

11:49 / 20.10.2021