ზოგადი რეკომენდაციები მათთვის, ვისაც არ უნდა გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი, ან უბრალოდ თავი დაიცვას უხარისხო, ყვითელი პრესისაგან.

ჩვენს ეპოქაში, როდესაც ადამიანები გადატვირთულები არიან ინფორმაციის სიჭრელით და რაოდენობით, სასურველია მათი ფილტრაცია მოვახდინოთ.

სიახლეებს გაეცანით, მხოლოდ სანდო, სერიოზულ, მაღალი რეპუტაციის მქონე საინფორმაციო პორტალებზე.

თავი აარიდეთ ისეთ, ვითომდა სკანდალურ ინფორმაციებს, რომლებშიც შეხვდებით ფრაზებს,

როგორიცაა:

„დაცვის სამსახურის თანამშრომელის მეზობელმა დუმილი დაარღვია“,

„მავანის მზარეულის ბიძაშვილის აღსარება“ და ასე შემდეგ.

სკეპტიკურად მოეკიდეთ ისეთ, პუბლიკაციებს, რომლებიც გვაუწყებენ:

„რედაქციაში პატიმრის დედის წერილი მოვიდა“, „ქართველი გეის აღსარება“ და მსგავსი.

გაფილტრეთ სტატიები, სადაც მაგალითად გვიმტკიცებენ, რომ;

„ყველა იცნობს მეცნიერს, ეზოთერიკს, წინასწარმეტყველს, სპორტსმენს და მასონების წინააღმდეგ მუხლჩაუხრელ მებრძოლს – ჯემალ ბუცხრიკიძეს“

არჩევანი გააკეთეთ ისეთ პუბლიკაციებზე, სადაც არ იგრძნობა ისტერია, სენსაციურობისადმი მიდრეკილება და სადაც ავტორი არა საკუთარ ემოციებზე, არამედ ფაქტებზე საუბრობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *