რა განაპირობებს ფეიქ ნიუსების, იგივე ყალბი ახალი ამბების ეფექტურობას?

„2018 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ დედამიწა სინამდვილეში ბრტყელი დისკოა, რომლის ცენტრი ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარეობს, დიამეტრი კი დაახლოებით 40 ათასი კილომეტრია“.

რასაკვირველია გათვითცნობიერებულ მკითხველს ამგვარი სტატიის წაკითხვისას გაეღიმება, თუმცა, ამგვარი ყალბი ინფორმაციები ხშირად ვირუსივით ვრცელდება.

როგორც წესი ყალბი ახალი ამბების ნამდვილისგან გარჩევა საკმაოდ მარტივია. ყალბი ამბების მატარებელი სტატიები მყვირალა, დაუჯერებელი, ხშირად პანიკური სათაურებით გამორჩევა.

ფეიქ ნიუსების წარმატებულობას ორი ფაქტორი განაპირობებს.

პირველი: ადამიანთა დიდ ნაწილს არ უყვარს იმაში გარკვევა, რამდენად რეალურია ესა თუ ის ინფორმაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამბავი არადამაჯერებლად გამოიყურება, ხშირად გვეზარება ხოლმე გამოვიკვლიოთ და თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ სტატიის ავტორი უკეთ ერკვევა თემატიკაში.

მეორე: ფეიქ ნიუსები როგორც წესი ჩვენს ემოციებზეა გათვლილი. ადამიანები მიდრეკილები ვართ ადვილად დავიჯეროთ ის, რაც ჩვენს შინაგან რწმენებს და შეხედულებებს შეესაბამება. ეს კი არაკეთილსინდისიერ პოლიტტექნოლოგებს ჩვენით მანიპულირების საშუალებას აძლევს.

 

ფეიქ ნიუსების წინააღმდეგ ბრძოლა სერიოზულ და კომპლექსურ ძალისხმევას მოითხოვს. მის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მოსახლეობის მედიაწიგნიერების ხარისხის ამაღლება, მოსახლეობის ეგრეთ წოდებული „ციფრული განათლება“ სახელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *