როგორ ამოვიცნოთ ტროლი ფეისბუქზე?

თუ რომელიმე ფეისბუქ-მომხმარებლის კომენტარები და სხვა აქტივობები საეჭვოდ მოგეჩვენათ და დაინტერესდით, არის თუ არა მის უკან რეალური ადამიანი, გადადით მის პროფილზე და ყურადღებით დაათვალიერეთ.

ნახეთ განყოფილება „ჩემს შესახებ“, ტროლებს პერსონალური მონაცემები მითითებული არ აქვთ ხოლმე.

ნახეთ ფოტოები ტროლების პროფილში, სადაც, როგორც წესი არაა პირადი ფოტოები. თუმცა, ზოგიერთი, გამოცდილი ტროლი ყალბ ფოტოებს დებს და პირად ფოტოებად ასაღებს.

დაათვალიერეთ ვიდეოები – პირადი ვიდეოები მისი მფლობელის იდენტიფიკაციის საუკეთესო საშუალებაა. თუ ასეთი ვიდეოები არ დევს, ეს ეჭვის კიდევ ერთი მიზეზია.

გაეცანით მეგობრების სიას. თუ გვერდს მეგობრები არ ჰყავს, ან პირიქით ჰყავს ათასობით, რომლებიც რაღაც, უსისტემოდაა შეკრებილი, დიდი ალბათობაა იმის, რომ საქმე ტროლთან გვქონდეს.

გაეცანით პროფილის სიახლეების ზოლს. როგორც წესი, ტროლის გვერდზე მხოლოდ გარკვეული შინაარსის და იდეოლოგიის მასალებია თავმოყრილი. რეალური ადამიანები ასე არ იქცევიან.

და ბოლოს, თუ დარწმუნდით, რომ საქმე ტროლთან გაქვთ დაარეპორტეთ ის. როგორც ცუკერბერგმა განაცხადა, ფეისბუქმა რუსეთიდან მართული ათასობით გვერდი და ყალბი ანგარიში გააუქმა. ასე რომ, ტროლინგის გამოვლენას ფეისბუქი სერიოზულად ეკიდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *