ფეისბუქი, რომელიც შეშფოთებულია ბოლო ხანს ყალბი ახალი ამბების,

ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსების გავრცელების მასშტაბით, მომხმარებელს სპეციალურ რეკომენდაციებს აწვდის. ზოგიერთ მათგანს აქ განვიხილავთ.

მაშ ასე:

ყურადღება მიაქციეთ მტკიცებულებებს, რომელებიც სტატიის ავტორს აქ მოყვანილი. შეისწავლეთ ისინი. თუ ფაქტების ნამდვილობა ეჭვს გიჩენთ გადაამოწმეთ პირველწყაროები – რომლებიც სტატიაშია მითითებული. დაგუგლეთ იმ ექსპერტების სახელები და გვარები, რომლებიც სტატიის მიხედვით მომხდარს ადასტურებენ. თუ ასეთი ბმულები არ ახლავს, ნუ ენდობით ასეთ სტატიას. თუ ავტორი სხვა, მაგალითად ინგლისურენოვან გამოცემას ეყრდნობა, მოძებნეთ ანალოგიური სტატია ინგლისურ ენაზე, ინგლისური ენის არასაკმარისი ცოდნის შემთხვევაში შეგიძლიათ გუგლ-ტრანსლატორით ისარგებლოთ,

მოძებნეთ ანალოგიური ინფორმაცია სხვა საიტებზეც. თუ სტატიაში მოთხრობილი ამბავი მართლა სენსაციურია და რეალურად მოხდა, მას სხვა, უამრავი გამოცემა გამოაქვეყნებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *