ტერმინოლოგია:

რა არის ბოტი?

ბოტი ოფიციალური განმარტებით, სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური პიროვნების პროფილისათვის მიმსგავსებული მახასიათებლები აქვს. იგი სპეციალურად შექმნილი კომპიუტერულ პროგრამაა ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური ადამიანის ქცევას არის მიმსგავსებული. ბოტების ძირითადი საქმიანობა სპეციალურად, წინასწარ მომზადებული მასალის: ფრაზების, გამოთქმების, გზავნილების ტირაჟირებაა,. რაც მიზნად სხვადასხვა სახის შეხედულებათა ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ისახავს.

ასევე, ბოტები აზიარებენ და იწონებენ მათთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველ ინფორმაციას. ამით კი კონკრეტული ჯგუფის, ან პიროვნების მიმართ საყოველთაო მხარდაჭერის ილუზიას ქმნიან.

ალბათ ბევრს ახსოვს სკანდალი, როდესაც გამოირკვა, რომ პრემიერ კვირიკაშვილის ფეისბუქ-პოსტს, რომელშიც იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებდა ინდური, არაბული და სხვა ეროვნების ათასობით ადამიანი იწონებდა. აღნიშნული შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში ბოტების გამოყენების ნათელი დადასტურებაა.

ბოტების ამოცნობა ადვილი არაა, მაგრამ შესაძლებელია. ამისათვის ხშირად საკმარისია ბოტის პროფილი დაათვალიეროთ. როგორც წესი, ასეთ პროფილში პირადი მონაცემები მითითებული არ არის, მისი ქრონიკა კი მხოლოდ სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ და ბოტის მიერ გაზიარებულ მასალებს შეიცავს. აქ ვერ შეხვდებით პირადი ხასიათის ორიგინალურ პოსტებსა და სხვა აქტივობებს.

და კიდევ ერთი – ბოტები ძალიან ბევრს წერენ. რაც უფრო ხშირად პოსტავს ესა თუ ის პროფილი, მით უფრო სავარაუდოა, რომ ის ბოტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *