მედიაწიგნიერება
რეკომენდაცია #1

ტერმინოლოგია:

რას ნიშნავს ტროლი?

ტროლი - პატარა, მახინჯი არსებაა სკანდინავიურ მითოლოგიაში. ინტერნეტ სლენგის მიხედვით კი იგი აღნიშნავს ადამიანს, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ, ან მიზანმიმართულად ანგაჟირებულ ინფორმაციას ფორუმზე, ჩატში, ბლოგზე და ა.შ.

შესაბამისად - ტროლინგი ასეთი ტიპის ქმედებების აღმნიშვნელი ტერმინია.

ტროლინგის - როგორც პროპაგანდის იარაღის ეფექტურობა სწრაფად აღმოაჩინეს სხვადასხვა პოლიტიკურმა, თუ  ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა. ასევე, მის გამოყენებაში რამდენიმე სახელმწიფოცაა შემჩნეული.

არსებობენ ტროლების ორგანიზებული ჯგუფები, იგივე ფერმები, ან ქარხნები, რომლებიც მათი დამფინანსებლის  მიერ წინასწარ განსაზღვრული მიზნით მოქმედებენ - ახდენენ გარკვეული აზრის ფორმირებას სოციალურ ქსელებში, ან პირიქით, რაიმე იდეის, ან ღირებულების დისკრედიტაციას.  ამგვარ ფერმას შეიძლება რამდენიმე ათეული, ან სულაც ასეული წევრი ყავდეს. თითოეული კი ერთდროულად რამდენიმე ანგარიშს მართავდეს სოციალურ ქსელში. ასეთი გზით ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს რაიმე კონკრეტულ შეხედულებას მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს.

საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის ამ, ამორალურ, მაგრამ საკმაოდ ეფექტურ მექანიზმს ფართოდ იყენებენ რუსული სპეცსამსახურები. სამწუხაროდ მსგავს ფაქტებს ხშირად ვხვდებით საქართველოშიც.

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი 6 - 13 °C
img
ბათუმი 8 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020