ჯანდაცვა
"ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს"
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციისა და მკურნალობის კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. ლომჯარიამ განმარტა, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, ვერ გაიაზრა არსებული რისკები.

"ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დროული გამოვლენა, მკურნალობა და რეაბილიტაცია თანაბრად პრობლემურია ბავშვებსა და ზრდასრულებში. ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზეც კი, როდესაც ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, ვერ გაიაზრა არსებული რისკები, არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები მათი პრევენციისთვის," - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სახალხო დამცველმა ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი ცნობიერების ნაკლებობასა და საზოგადოებაში არსებულ ტაბუზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური და თანმიმდევრული ღონისძიებების გატარების საჭიროებას და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, არასაკმარისია თემზე დაფუძნებული და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობა. პრობლემურია სერვისის უწყვეტობის საკითხიც და ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. მნიშვნელოვან გამოწვევად გამოკვეთა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამოვლენა და სათანადო მართვა. სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების უმეტესობაში არსებული არასათანადო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები. სომატური ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის პრობლემები. უარყოფითად შეაფასა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის არარსებობა.

ფოტო: სახალხო დამცველის "ფეისბუკ" გვერდი
FaceBook Twitter Google
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 6 °C
img
ქუთაისი 8 - 14 °C
img
ბათუმი 10 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019