პოლიტიკა
თვითმმართველობა სპეც ტექნიკის განახლებას გეგმავს
მიმდინარე წელს ქუთაისის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორ ნაგავმზიდ მანქანას შეიძენს. ამის შესახებ ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელმა, კოტე ჯავახაძემ განაცხადა. გარდა ამისა, თვითმმართველობა სამ ავტომობილს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით მიიღებს. მომავალი წლის ბიუჯეტში კი 4-მდე ავტომობილის შეძენა იქნება გათვალისწინებული.

საკრებულოს კომისიის სხდომაზე კოტე ჯავახაძემ განმარტა, რომ ქალაქს ჯამში 13 ნაგავმზიდი ემსახურება, რომელთა უმეტესობა მწყობრიდანაა გამოსული. 

"დასუფთავების ცენტრს ემსახურება 13 ნაგავმზიდი. ავტომობილები არის ამორტიზირებული და საჭიროებს განახლებას. აქედან გამომდინარე, იქმნება პრობლემა. დღის განმავლობაში არც ერთი ურნა და არც ერთი ლოკაცია არ რჩება დაუსუფთავებელი და გაუცლელი, თუმცა, ავტომობილების სიმცირე განაპირობებს იმას, რომ სამუშაოები დროში ფერხდება,"-განაცხადა ჯავახაძემ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 3 - 18 °C
img
ქუთაისი 9 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019