მიმდინარე წელს ქუთაისის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორ

ნაგავმზიდ მანქანას შეიძენს. ამის შესახებ ააიპ “სპეციალური სერვისების” ხელმძღვანელმა, კოტე ჯავახაძემ განაცხადა. გარდა ამისა, თვითმმართველობა სამ ავტომობილს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით მიიღებს. მომავალი წლის ბიუჯეტში კი 4-მდე ავტომობილის შეძენა იქნება გათვალისწინებული.

საკრებულოს კომისიის სხდომაზე კოტე ჯავახაძემ განმარტა, რომ ქალაქს ჯამში 13 ნაგავმზიდი ემსახურება, რომელთა უმეტესობა მწყობრიდანაა გამოსული. 

“დასუფთავების ცენტრს ემსახურება 13 ნაგავმზიდი. ავტომობილები არის ამორტიზირებული და საჭიროებს განახლებას. აქედან გამომდინარე, იქმნება პრობლემა. დღის განმავლობაში არც ერთი ურნა და არც ერთი ლოკაცია არ რჩება დაუსუფთავებელი და გაუცლელი, თუმცა, ავტომობილების სიმცირე განაპირობებს იმას, რომ სამუშაოები დროში ფერხდება,”-განაცხადა ჯავახაძემ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *