Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

საზოგადოება
მდ. რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5-6 ნოემბერს ქუთაისში, მდ. რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვები ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში დაწესდა.

"შპს "ბლექ სი გრუპს" ესაჭიროება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 224-კმ 229 მონაკვეთზე, მდებარე მდ. რიონის ხიდზე ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა. რის გამოც, 2019 წლის 5 ნოემბრის 21:00 სთ-დან 2019 წლის 6 ნოემბრის 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,"-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

FaceBook Twitter Google
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020