ჭიათურაში დარბაზი, სადაც 50-მდე მოზარდი ვარჯიშობს, რეაბილიტირდა
ჭიათურაში, 27-ე სპორტულ სკოლასთან არსებულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

რეაბილიტაციის შედეგად სპორტული ობიექტი სრულად განახლდა. საჭიდაო დარბაზში არსებული ძველი იატაკი ახლით შეიცვალა, მოეწყო სველი წერტილი, რეაბილიტირებულ იქნა გასახდელი, სრულად შეკეთდა და შეიღება კედლები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

ამჟამად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარბაზში 6-დან 19 წლამდე ასაკის 50-ზე მეტი მოზარდი ვარჯიშობს.

საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ინდ.მეწარმე დავით ცერცვაძემ შეასრულა.
პროექტის სრული ღირებულება 46 829 ლარია.


| Print |