პოლიტიკა
“დღეს “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა მისი კრიმინალური ბუნება”
საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი გააკეთა. მან ბრიფინგი ქუთაისში გამართა. ვაშაძე ამბობს, რომ ყველა ფაქტი, რომელსაც ხაბეიშვილი აცხადებს, სრული სიმართლეა, ხოლო "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ქუჩური გარჩევების მეთოდს იყენებენ.

"დღეს "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ ამაზრზენად გამოავლინა თავისი კრიმინალური ბუნება. თბილისის საკრებულოს წევრს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული ჯგუფის წევრს, ლევან ხაბეიშვილს ტურებივით დაესხნენ თავს ე.წ ქართული ოცნების ე.წ დეპუტატები. ჯგუფურად გაუსწორდნენ მას, უმოწყალოდ სცემეს და შემდეგ თავხედურად, ძველბიჭურად და ქუჩურად გაუსწორდნენ, რასაც მიჩვეულები არიან. განცხადებებიც გააკეთეს, რომ ხაბებიშვილმა ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა. კიდევ ერთხელ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა, იმ სახელმწიოფებმა, რომლებიც ჩვენს მოკავშირეებს წარმოადგენენ, ამ ეგრედ წოდებული ქართული ოცნების ხელისუფლებაში გაჩერება არ შეიძლება. ეს კრიმინალური დაჯგუფება ხასიათდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ამაზრზენი ძალადობის ფაქტებით, რომელსაც ჰქვია კორცხელი, რასაც ჰქვია გია უკლებას სასტიკი ცემა და დღეს თბილისში ლევან ხაბეიშვილის. შეკითხვა ისმება, რატომ დაესხნენ თავს ლევან ხაბეიშვილს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფაქტებით და ციფრებით ხელში ამხელს იმ ერთ-ერთ მთავარ კორუფციულ ბუდეს, რომლადაც დღეს გადაიქცა თბილისი მერია. არ მოგწონთ ლევან ხაბეიშვილი? არ მოგწონთ ლევან ხაბეიშვილის მოძიებული ციფრები და ფაქტები? მოკიდეთ მის განცხადებებს ხელი და მიბრძანდით სასამართლოში. ისე მაინც მოიქეცით რომ ვიღაცას ეგონოს ოჯახში გაიზარდეთ და ცივილიზებულობის ნატამალი გცხიათ, მით უმეტეს რომ სასამართლო თქვენს ხელშია და კანონის ენით დაელაპარაკეთ და მოსთხოვეთ პასუხები, მაგრამ იცით რომ ყველა ფაქტი, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ასახელებს სრული სიმართლეა,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020