ქუთაისში, ჰოსპიტალ ,,მედიქალ სიტი”-ს ინფექციურ

დაავადებათა მართვის ცენტრის და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ეზოში კარავი მოეწყო, სადაც პაციენტთა პრეტრიაჟი მიმდინარეობს. უშუალოდ კლინიკაში შესვლამდე, პაციენტების ე.წ გადახარისხება მოხდება. პაციენტები სამედიცინო კარავში შევლენ, სადაც მიიღებენ კონსულტაციებსა და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას სპეციალურად დამტკიცებული რეკომენდაციებით. საჭიროებისამებრ მოხდება მათი გადამისამართება სპეციალური საშვით კლინიკის ამბულატორიულ და სტაციონარულ სექტორებში ან ბოქსირებულ პალატაში დაკვირვებისთვის.

“ორი ჰოსპიტალის, მისი სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოების დაცვას არსებულ პირობებში, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას ეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, აუცილებელი იყო, რომ გაკეთებულიყო პაციენტთა და ვიზიტორთა პრეტრიაჟის ზონა, რომელიც დროულად გამოავლენდა სარისკო პაციენტებს და მქსიმალურად დაიცავდა ჰოსპიტალის თანამშრომლებს,”-აცხადებენ კლინიკაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *