2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების უმრავლესობამ ისტორია აირჩია
16:28 / 14.05.2020
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია. ინფორმაციას
გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. ყველაზე მეტმა აბუტურიენტმა
არჩევანი ისტორიაზე შეაჩერა. საგნების ჩამონათვალი და აბიტურიენტთა
გადაწყვეტილება შემდეგია:
ისტორია - აირჩია 22 850 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა - აირჩია 12 660 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია - აირჩია 3250 - მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია - აირჩია 1040 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ზოგადი უნარები - აირჩია 4500 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა - აირჩია 920 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება - აირჩია 430 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია - აირჩია 2340 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა - აირჩია 200 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - აირჩია 50 - ზე მეტმა
აბიტურიენტმა.
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების
შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის
ჩათვლით ექნებათ.
მასალის გამოყენების პირობები