Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ჯანდაცვა
“რეინფიცირებას ვერ დავარქმევთ”-საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტს covid 19 მეორედ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ 19 გამოჯანმრთელებულ პაციენტს კვლავ დაუდასტურდა. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა, რის შემდეგაც პისიარ ტესტით კვლევა ჩაუტარდა და კოვიდ 19-ზე უარყოფითი შედეგი 3-ჯერ მიიღეს. მისი თქმით, ამის შემდეგ პაციენტი კარანტინში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ორი კვირის შემდეგ გადამოწმდა. მიხეილ ქამუშაძე ამბობს, რომ პაციენტის ანალიზებმა სუსტად დადებითი პასუხი ორჯერ აჩვენა, რის შემდეგაც პაციენტი კვლავ კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სწორედ იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტები არსებობს, შემუშავებულია, რომ ორი კვირის განმავლობაში პაციენტი კვლავ კარანტინში უნდა მოთავსდეს. ამ შემთხვევას რეინფიცირებას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს ადამიანი იყო იზოლაციაში და რაიმე კონტაქტი არ ქონია,"-აცხადებს ქამუშაძე.

პაციენტი 31 წლის კაცია, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნება.
FaceBook Twitter Google
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 25 °C
img
ფოთი 16 - 21 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 6 - 17 °C
img
ზუგდიდი 15 - 26 °C
img
ბორჯომი 11 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020