Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

კულტურა
ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა
ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულდა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მუზეუმი ფუნქციონირებისათვის მზად ზაფხულიდან იქნება.

"ამ კომპლექსს ბოლოს 35 წლის წინ ჩაუტარდა გარკვეული სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ზაფხულიდან მზად იქნება უმასპინძლოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე მის სტუმრებს. იმედია, პანდემიის შემდეგ, ახალი ტურისტული დანიშნულება იქნება მაღალი ინტერესის სფერო, როგორც ქართველებისთვის, ისე იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც აქვთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი და როგორც კი ივლისში ქვეყანა მზად იქნება ტურისტული სეზონის გახსნისთვის, ეროვნული მუზეუმის პერსონალიც ახალი ექსპოზიციით მზად დახვდება მნახველს,"-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ახალ ოთხსართულიან შენობაში, პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა.

FaceBook Twitter Google
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
სოხუმი 12 - 21 °C
img
ფოთი 14 - 20 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 4 - 15 °C
img
ზუგდიდი 12 - 23 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020